ვილდაუს ტექნიკურ სასწავლებელში ჩატარებულ "საერთაშორისო შუადღეზე" ქართველ სტუდენების მონაწილეობა

ვილდაუს ტექნიკურ სასწავლებელში სტუდენტების გაცნობისა და დაახლოების მიზნით სემესტრში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტები საკუთარ კულტურას აცნობენ ერთმანეთს, გერმანელ კოლეგებსა და პროფესორებს, საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელი საჭმლით.
ვილდაუს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოირჩევა საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობით რაც 700 სტუდენტს აღემატება ხოლო ეს უნივერსიტეტის სტუდენტების 20%-ია.
2018 წლის 25 სექტემბერს სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "ლოგისტიკის დეპარტამენტის" ქართველ სტუდენტენთან ერთად  ჩატარებულ "საერთაშორისო შუადღეზე" ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები: ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ბრაზილიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, ყაზახეთიდან, ბელგიიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდამ, მექსიკიდან, პაკისტანიდან, სირიიდან, ტაილანდიდან და ბოლივიიდან.


 

სიახლეებში დაბრუნება