Erasmus+ - სალექციო კურსი სოციალურ და ბიზნესის ფსიქოლოგიაზე აალენის უნივერსიტეტში

07/03/2019
Erasmus+ - სალექციო კურსი სოციალურ და ბიზნესის ფსიქოლოგიაზე აალენის უნივერსიტეტში11 – 18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიტექნოლოგიებისა და სოიციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი ქეთევან თელია Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით, იმყოფებოდა გერმანიის აალენის უნივერსიტეტში.

Erasmus+ - სალექციო კურსი სოციალურ და ბიზნესის ფსიქოლოგიაზე აალენის უნივერსიტეტშიახალგაზრდა ქართველმა პედაგოგმა გერმანულ უნივერსიტეტში გერმანელ და ამერიკელ სტუდენტებს, რომლებიც იმჟამად გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ აალენის უნივერსიტეტში, წაუკითხა სალექციო კურსი, რომელიც ეხებოდა სოციალურ ფსიქოლოგიასა და ბიზნესის ფსიქოლოგიას.

Erasmus+ - სალექციო კურსი სოციალურ და ბიზნესის ფსიქოლოგიაზე აალენის უნივერსიტეტშიმობილობის ფარგლებში სტუ-ს ლექტორი, ასევე, გაეცნო გერმანულ უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო-კვლევით პროცესებს, დაათვალიერა უნივერსიტეტის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიები.


სიახლეებში დაბრუნება