ILUCIDARE - ევროპის ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში

07/18/2019 ცხადდება კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ჯილდოზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპული მემკვიდრეობის / ევროპა ნოსტრას ჯილდოები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრობის სფეროში არსებულ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს, რომელიც შეიძლება მიენიჭოს გამორჩეულ კონსერვაციის პროექტებს, ინოვაციურ კვლევებს, კულტურის სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს, აგრეთვე, განათლების, გადამზადებისა და ცნობადობის ამაღლების დარგში გამორჩეულ ინიციატივებს.

2020-2021 წწ. ჯილდოების გადაცემის სქემას ემატება ორი ახალი სპეციალური პრიზი "ILUCIDARE", რომელიც ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის პროგრამის "ჰორიზონტი 2020"-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიცემა და რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საერთაშორისო ქსელის შექმნა. ჯილდო გადაეცემათ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდოზე წარდგენილი აპლიკაციებიდან შერჩეულ პროექტებს.

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ჯილდოზე აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1-ლი ოქტომბერი.

აპლიკაცია შესაძლებელია მომზადდეს 4 მიმართულებით: კონსერვაცია, კვლევა, სპეციალური სერვისები და განათლება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება