UNESCO საპრიზო კონკურსი - UNESCO King Hamad Bin Isa Al-Khalifa

07/24/2019 UNESCO აცხადებს კონკურსს „UNESCO King Hamad Bin Isa Al-Khalifa“ პრიზის მოსაპოვებლად, რომელიც ბაჰრეინის სამეფოს მიერ 2019 წელს დაფუძნდა.

აღნიშნული პრიზი გადაეცემათ სახელწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, კერძო პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით განათლებაში ინოვაციური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (Information and Communication Technologies ICT) დანერგვაში.

2019 წლის კონკურსის თემას წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში ინოვაციების დასანერგად - “The use of Artificial Intelligence (AI) to innovate education, teaching and learning”.

საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო (US $25,000) და დიპლომი.

განაცხადები მიიღება ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.

დამატებითი ინფორმაცია პრიზის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება