ნაზარბაევის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

10/28/2019

28 ოქტომბერს, ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ ყაზახეთის ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ქალბატონი რებეკა კარტერის (სტუდენტთა რეგისტრაციისა და აკადემიური მოსწრების განყოფილების გენრალური დირექტორი) და ქალბატონი სანია გაბასოვას (მიმღები დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი).

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და Erasmus+ ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ნაზარბაევის უნივერსიტეტი ამზადებს ახალ ლიდერებს ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებების, რობოტექნიკის, მედიცინის, განათლების, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და საჯარო მმართველობის სფეროებში, ისევე როგორც სხვა სპეციალობებში.

ცნობისათვის, ნაზარბაევის უნივერსიტეტი დაარსდა 2010 წელს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურ-სულთან ნაზარბაევის ინიციატივით. უნივერსიტეტს აქვს მიზანი, გახდეს მსოფლიო დონის კვლევითი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. 

ნაზარბაევის უნივერსიტეტის  სტუდენტების რაოდენობა 5,000-ს აღემატება, მათ შორისაა 50 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსოფლიოს 23 ქვეყნიდან.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 75 % უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ.

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის - ‘ელბასი-’ს (ერის ლიდერი) დავალების შესასრულებლად, რომელიც გულისხმობს 2025 წლამდე სტუდენტთა რაოდენობის 8,000-მდე გაზრდას, რომელთა 10%-ს უცხოელი სტუდენტები უნდა წარმოადგენდნენ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ შეადგინა პრიორიტეტული ქვეყნების სია, რომელთა შორისაცაა საქართველო.

სიახლეებში დაბრუნება