19 სექ

ვაკანსიები კომპანია „ბრავა“-ში

საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მომსახურების კომპანია „ბრავა“ აცხადებს ვაკანსიას დღის და ღამის  კონსიერჟის პოზიციაზე
19 სექ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სასწავლო წლის დაწყებისას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყველა სტუდენტი (II-III-IV კურსი) ვალდებულია გამოცხადდეს სასწავლო ხელშეკრულების გასაფორმებლად (საგნების ასარჩევად) დეკანატში, თან უნდა იქონიოთ გადახდის ქვითარი 562,5 ლარიანი. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი
19 სექ

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ

სტუ-ში 2019-2020 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ
18 სექ

მაგისტრანტობის კანდიდატების საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებმაც ჩააბარეს სასპეციალიზაციო გამოცდა სასწრაფოდ უნდა გააფორმონ ხელშეკრულება 25 სექტემბრის ჩათვლით 710ა აუდიტორიაში (10:00 სთ.-16:00სთ.)
18 სექ

ბოლონიის თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს კონცეფცია - „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“
16 სექ

კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“
ყველა სიახლის ნახვა
 

გილოცავთ სტუდენტობას!

გისურვებთ შემოქმედებით წინსვლას, ნაყოფიერი ყოფილიყოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად  და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედი. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი მზადაა იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სათანადო ცოდნა, ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გაატარონ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება.

გაგაცნობთ იმ რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფ ადაპტირებაში:

·  2019-2020 ს.წ. I სემესტრი იწყება 23 სექტემბერს და მოიცავს 20 კვირას. აქედან  15 კვირა არის სასწავლო (სააუდიტორიო მეცადინეობები), ერთი კვირა ეთმობა შუასემესტრულ გამოცდას (მაქსიმალური ქულა 30, მინიმალური - 7,5), მე-17 კვირა - პროექტების და ლაბორატორიული სამუშაოების ჩაბარება და/ან მზადება დასკვნითი გამოცდისათვის, სამი   კვირა სესიებისთვის (დასკვნითი და დამატებითი გამოცდები. მაქსიმალური ქულაა 40, მინიმალური - 10).  დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში მინიმალური 22,5 (მიმდინარე აქტივობის 15, შუასემესტრული -7,5) ქულის მოგროვება. თითოეულ სასწავლო კურსი ჩაითვლება ჩაბარებულად 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში. გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, რათა არ ჩამორჩეთ სასწავლო პროცესს და არ დაკარგოთ მიმდინარე აქტივობის შეფასება (მაქსიმალური 30, მინიმალური - 15);

· წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;

·  მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის ფაკულტეტზე დაწესებულია  3 სახელობითი სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, აკაკი ხოშტარიას  (100 ლარი თვეში - ერთი სემესტრის განმავლობაში);

·  დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;

·  სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;

·  სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება  მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე  საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;

·  წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;

·  სწავლების მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;

·  უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;

·  სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ  საინტერესო სტუდენტურ სერვისებს _  მათ შორის ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა წრეებს, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს და ა. შ.;

·  ფაკულტეტი იზრუნებს, დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;

·  უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;

·  სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ _ მიღწეული შედეგების გაცნობა;

·  ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;

·  პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;

·  სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!




საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს:

1.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);

2.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი);

3.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები;

4.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);

5.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი);

6.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო პროცესების მართვა;

7.      დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია.

გილოცავთ წარმატებას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მადლობას გიხდით ნაყოფიერი მუშაობისთვის,  გისურვებთ აქტიურ მოღვაწეობას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით.