07 ივლ

RIPA-ს ანგარიში

ფაკულტეტის საბჭოზე (27.06.18) მოსმენილი იქნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ერთწლიანი ანგარიში.
05 ივლ

კრაუდსორსინგის კლინიკა

2018 წლის 1 ივლისს, საჯარო მმართველობის პრობლემათა ინსტიტუტის ინიციატივით, მუშაობა დაიწყო  კრაუდსორსინგის (Crowdsoursing) კლინიკამ.
03 ივლ

სტუდენტთა კონფერენციის ანგარიში

სტუდენტთა 86–ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
“ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის“
სექციის მუშაობის ანგარიში
29 ივნ

კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია

ევროკავშირის პროექტის „კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია“ ფარგლებში, 2018 წლის 24-28 ივნისს, საქართველოში სამუშაო შეხვედრები, ტრეინინგები და სემინარები ჩაატარეს ტალინის უნივერსიტეტის პროფესორებმა
27 ივნ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 27 ივნისს  ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. დეკანმა, რ.ქუთათელაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია,  რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ფაკულტეტისა და ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
26 ივნ

II სემესტრის ფინალური გამოცდის ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2017-18  სასწავლო წლის II სემესტრის ფინალური გამოცდის ცხრილი
სიახლეების სრულად ნახვა

ისტორია


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი შეიქმნა სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის #1987 დადგენილებით, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის 2016 წლის 13 მაისის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის რეორგანიზაციის შედეგად).

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი აერთიანებს სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს (რომელთა განხორციელება დაიწყო 2016-2017 სასწავლო წლიდან სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 მაისის #2014 დადგენილებით, არსებული აკრედიტებული პროგრამების საფუძველზე): 


ბაკალავრიატი :

საჯარო მმართველობა 
ბიზნესის ადმინისტრირება 
ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი) 
საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები 
სასტუმრო მომსახურება 


მაგისტრატურა:

ბიზნესის ადმინისტრირება 
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) 
საბანკო პროცესების მართვა 
საჯარო მმართველობა 
საჯარო მმართველობა (რუსულენოვანი) 
ელექტრონული ბიზნესის საინფორმაციო ტექნოლოგიები 
სასტუმრო მომსახურების მართვა 


დოქტორანტურა:

ბიზნესის ადმინისტრირება 
ფინანსები 
საჯარო მმართველობა 


ფაკულტეტს აქვს თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც შედგება შემდეგი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან:

·        

  • ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი;

  • საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

  • საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი;

  • საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი;

  • ბიზნესტექნოლოგიების   სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ლაბორატორია;

  • საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია.

 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, ვორქშოფები, ტრენინგები. განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საერთაშორისო და შიდა საფაკულტეტო პროექტები პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობით;

ტრადიციად იქცა უცხო ქვეყნის პროფესორთა მიერ საჯარო ლექციების ჩატარება;

ფაკულტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას და პრაქტიკას;

ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ მრავალჯერ იქნა მოპოვებული შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი;

ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი გაცვლით პროგრამებში. 60-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფო სტიპენდიანტია, 50-მდე სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტი.


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება:

·        

  • სახელმწიფო უწყებებში (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი და შესაბამისი კომიტეტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქალაქის მერია; სახალხო დამცველის აპარატი; საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს დარგობრივი დეპარტამენტები, უწყებები და რეგიონული სამსახურები);

  • საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.) და საქართველოს წარმომადგენლობებში;

  • არასამთავრობო ორგანიზაციებში;

  • საერთაშორისო და ეროვნული საჯარო და კერძო ფირმებში, სავაჭრო წარმო-მადგენლობებში, ბანკებში, სადაზღვევო და საშუამავლო-სადისტრიბუციო კომპანიებში, ფონდებში, სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟებზე, საექსპორტო-საიმპორტო სააგენტოებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სხვა ეკონომიკურ სამსახურებში;

  • უმაღლეს სასწავლებლებში;

  • ტურიზმის სახელმწიფო სტრუქტურაში;

  • ეროვნული და ტრანსნაციონალური საკუთრების სასტუმროებში;

  • ტუროპერატორულ და სატრანსპორტო საწარმოებში;

  • ეკონომიკური პროფილის ფუნქციონალურ სტრუქტურებში და ა.შ. 


ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი დაარსდა 2013 წელს. იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის მემკვიდრეა, რომელიც ფუნქციონირებდა 2007-2013 წლებში.

დეპარტამენტის პროფესორ-მასწვლებლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა რანგის საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. აქვეყნებენ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს, სტატიებს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომების კრებულში, ასევე საერთაშორისო და რეფერირებად ჟურნალებში:

დეპარტამენტის თაოსნობით საქართველოში პირველად გამოიცა შემდეგი სახელმძღვანელოები: „პროექტის მენეჯმენტი“, „ინოვაციების მენეჯმენტი“, „თანამედროვე ბიზნეს-სტრატეგიები“, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების საფუძვლები“, „ბიზნესის კონკურენტუნარიანობა და ადმინისტრირება“, „ბიზნესის მართვის კლასტერული პოლიტიკა“, „რეგიონული მენეჯმენტი“ და „რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკა“. „სერვის მენეჯმენტი“, „შედარებითი მენეჯმენტი და კლასტერიზაცია“, „მენეჯმენტი“ წიგნი 1 და წიგნი 2, „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები“, „მმართველობითი შიდა აუდიტი“ და სხვა.  მითითებული სახელმძღვანელოები გამოიყენება ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა უმღლეს სასწავლებლებში, გამოირჩევა ქართული ცნობიერებით და განსხვავდება სხვა ანალოგებისგან.

2017 წელს პირველად ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც ჩატარდება ყოველწლიურად.

დეპარტამენტი აქტიურად აგრძელეს მუშაობას ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამების სრულყოფაზე და გათვალისწინებული აქვს ახალი სამაგისტრო და სადოქტორო ინგლისურენოვანი პროგრამების დამუშავება.


საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი  2011 წელს შეიქმნა საბანკო საქმის კათედრის საფუძველზე, რომელიც 1995 წლის 1 დეკემბერს ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, საფინანსო  და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია ფინანსებისა და საბანკო საქმის სფეროების და ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარების მქონე, კონკურენტუნარიანი  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება.

საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორების ხელმძღვანელობით მომზადდა და წარმატებით იქნა დაცული სადოქტორო დისერტაციები.  დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოსცეს  ათეულობით  სამეცნიერო და სასწავლო–მეთოდური სახელმძღვანელო და ლექციების კურსი.


საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი  დიდი ტრადიციების მქონე  საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტისა და ორი ყოფილი კათედრის  - „სახელმწიფო მართვის”  და ”ბიზნესის საინფორმაციო ტექნოლოგიების” ბაზაზე ჩამოყალიბდა.

დეპარტამენტს  აქვს  გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს „ხელისუფლება და საზოგადოება“. (ჟურნალი 2006 წელს დაარსდა სახელმწიფო მართვის კათედრის მიერ და წელიწადში ოთხჯერ გამოდის). 2007 წლიდან ყოველწლიურად, ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტისა და ჟურნალ „ხელისუფლება და საზოგადოების“ რედაქციის მიერ ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მეცნიერებისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის მასალები, ტრადიციისამებრ, ქვეყნდება  2 გამოცემაში: „ხელისუფლება და საზოგადოება“ და ასევე სამეცნიერო ჟურნალში „სკრიპტა მანენტ“. კონფერენციის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მის მუშაობაში ყოველწლიურად 100-ზე მეტი მეცნიერი, დოქტორანტი, მაგისტრანტი და სტუდენტი მონაწილეობს მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან.


საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის მისიას  სტუდენტთა პრაქტიკული მომზადების გაძლიერება და ინსტიტუტის პროფილური მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს.

ინსტიტუტის საქმიანობის  მიზანი საჯარო მმართველობის სფეროში პრობლემათა იდენტიფიცირება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების პროცესში სირთულეების დასაძლევად კვლევების განხორციელება.

ინსტიტუტის კვლევითი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებაზეა ფოკუსირებული:

  • ინოვაციური სახელმწიფო სერვისები, ტექნოლოგიების მართვა და მათი დანერგვის გზები;

  • ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის იმპლიმენტაცია;

  • საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელები-პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო.

ინსტიტუტის პროექტები ეფუძნება საჯარო მმართველობის მექანიზმების მოდერნიზაციის თანამედროვე ინჟინერულ, სამრთლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ  მიდგომებს,  მოდელირების ხერხებს, აგრეთვე ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და ისტორიულ-კულტურულ მეთოდებს.

ინსტიტუტის სტრატეგიულ განვითარებას მეთვალყურეობს რეფერირების საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი წევრები და საჯარო მმართველობის ექსპერტები.

ბიზნესტექნოლოგიების   სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ლაბორატორია  ემსახურება უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი და  სასწავლო პოტენციალის ამაღლებას ბიზნესის ტექნოლოგიების სფეროში;

ლაბორატორიის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

·        

  • მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა, სასწავლო პროცესთან ინტენსიური ინტეგრაცია; ფაკულტეტის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის  (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა აქტიური ჩართვა სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო პროცესის სრულყოფის პრაქტიკულ სამუშაოებში.

  • ფაკულტეტზე მიმდინარე ეკონომიკისა და ბიზნესის სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ბიზნესის გარემოს, კორპორატიული კომუნიკაციისა და ბიზნესტექნოლოგიების სხვადასხვა ასპექტების კვლევა; ექსპერტული შეფასება სათანადო დასკვნა-რეკომენდაციებით.

  • ბიზნესტექნოლოგიებისადმი მიძღვნილი კვლევების, კონსულტაციების, მოკლევადიანი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება-ჩატარებისათვის ფაკულტეტის (საჭიროების შემთხვევაში  უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების) პროფესორ-მასწავლებლების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ჩართვა.

  • კვლევითი სამუშაოების წარმართვა და მიღებული შედეგების გავრცელება.


საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც პროფესორ ზურაბ ჩხაიძის სახელს ატარებს, ჩამოყალიბდა 2010 წლის 1 მარტს საფინანსო და საბანკო საქმის მიმართულებასთან,  ერთ-ერთი კომერციული ბანკის დახმარებით. ლაბორატორია აღიჭურვა სათანადო ტექნიკური საშუალებებით. პროგრამული უზრუნველყოფების  მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ ლაბორატორიას სათანადო ლიცენზიებთან ერთად, უსასყიდლოდ გადასცა საოპერაციო დღის სისტემა. ლაბორატორიაში შექმნილი თანამედროვე საბანკო დაწესებულებების სრული მოდელი და საბანკო IT ინფრასტრუქტურის ავტომატიზებული მართვის სისტემა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ სისტემაში პრაქტიკულად განახორციელონ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები. დღეისათვის ამ სისტემაში, როგორც საბანკო დაწესებულების თანამშრომელი, დარეგისტირებულია სხვადასხვა კურსის სტუდენტები. ამავდროულად ისინი სისტემაში ხსნიან საბანკო ანგარიშებს, როგორც საბანკო დაწესებულების კლიენტები და ახორციელებენ სხვადასხვა საბანკო ოპერაციებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც მიიღო  „Google Apps Education Edition“ სერვისი. დღეისათვის ლაბორატორიის ამ სერვისით სარგებლობს 270 აქტიური მომხმარებელი, მათ შორის, ბაკალავრიატის სასწავლო ჯგუფების სტუდენტები,  მაგისტრანტები, დოქტორანტები, დეპარტამენტისა და ფაკულტეტის თანამშრომლები.

დღეისათვის ლიცენზირებული პროგრამული სისტემები და ანტივირუსული საშუალებები დაინსტალირებულია საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო სამეცნიერო სერვერზე და 18 სამუშაო ადგილზე.


ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში ფუნქციონირებს.

ლაბორატორიის უმთავრეს ამოცანაა  მეცნიერულად გაანალიზებული და  კვლევის თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ამ პრობლემების  გადაჭრის  რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომავალი საჯარო მოხელეების  სათანადო ცოდნით აღჭურვა.

დეპარტამენტში ხორციელდება პროექტი, რომელიც გამიზნულია უფროსკლასელებს შორის სამოქალაქო თვითშეგნებისა და ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების დამკვიდრება-გაღრმავებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთო სამოქალაქო თვითშეგნებისა და სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობის კულტურის ამაღლებას, ეს კი დადებითად წაადგება ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განვითარებას. 

პროექტის ფარგლებში მომზადდა სტუდენტთა  ჯგუფები სახელმწიფო მართვის, სამოქალაქო თვითშეგნებისა და ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების დამკვიდრება-გაღრმავების მიმართულების  ტრენერებად. ისინი ჩაატარებენ შესაბამის სწავლებას საქართველოს სკოლების უფროსკლასელთა შორის. ამგვარად მომზადებულ ტრენერებსა და შემდეგ უფროსკლასელებს ეცოდინებათ რა არის რეალურად სახელმწიფო მართვა, როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო მართვაში ფართო საზოგადოებრიობამ და ა.შ.

დეპარტამენტში გრძელდება უცხოურ ენებზე შექმნილი სამეცნიერო ნაშრომების ექსპერტიზა. ამ თვალსაზრისით დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტთან და სამეცნიერო ცენტრთან. განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს დეპარტამენტს გერმანიის, ავსტრიის, უკრაინის სამეცნიერო ცენტრებთან.