18 მარტ

საკონსულტაციო საათები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
16 მარტ

ღონისძიება ბრიუსელში

14-15 თებერვალს, ბელგიის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი აღინიშნა, რომელშიც მთელი ევროპიდან 100-მდე "ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა" და ახალგაზრდა ლიდერებმა მოიყარა თავი
15 მარტ

პროექტების პრეზენტაცია

2019 წლის 27 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის  პროგრამა საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტებმა  დამსწრე საზოგადოებას  წარუდგინეს მათვის სასურველი ვებ-საიტები “wordpress.com”  
15 მარტ

საჯარო ლექცია

15 მარტს, 15 საათზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "ვინ არის კარგი მენეჯერი?"
14 მარტ

ტარდება ტრენინგი

2019 წლის 20-24 მაისს (თბილისი/ სამშველდე) YOCOCU ატარებს ტრენინგს თემაზე: "კულტურული მემკვედრეობის დაცვა და მართვა“. აღნიშნულ სფეროში დაინტერესებულ სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში (20/მაისს და 24/მაისს) და საერთაშორისო არქეოლოგიურ ცენტრ სამშვილდეში (21-23 /მაისს).
13 მარტ

უფასო კურსი ინგლისურ ენაში

საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში გრძელდება ინტენსიური სასაუბრო კურსი ინგლისურ ენაში, რაც მოიცავს კვირაში ორ შეხვედრას - სამშაბათი/ხუთშაბათი.
სიახლეების სრულად ნახვა

მენეჯერის სამსახური


მენეჯერის სამსახური

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მენეჯერის სამსახური, რომელიც თავის უფლებამოსილების განხორცილებისას ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით.

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მენეჯმენტის მთავარი ფუნქციების: დაგეგმვის, ორგანიზების, კოორდინირებისა და კონტროლის განხორციელების შესაბამისად.       

მენეჯერი თავისი სამსახურის მეშვეობით ახდენს შრომის ბაზრის მარკეტინგულ და პროგნოზულ-ანალიტიკურ კვლევას, რის საფუძველზეც ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებისადმი წარდგენილ მოთხოვნათა ნუსხას, საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით. ზედამხედველობას უწევს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ფინანსურ და მატერიალურ- ტექნიკურ უზრუნველყოფას. ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით, ადგენს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ყოველწლიურ გეგმას და პასუხისმგებელია მისი შესრულების მიზნობრიობასა და ეფექტურობაზე. დეკანთან და სათათბიროსთან ერთად ადგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე. კოორდინაციას უწევს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და მათი შემდგომი დასაქმების პროცესს. ახორციელებს დებულებით და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

სამსახურის შემადგენლობა:

მენეჯერი - ზაზა ბუაჩიძე (ტელ: 593 73-73-01)

ელ.ფოსტა: z.buachidze@gtu.ge

მთავარი სპეციალისტი - ლუდმილა კვეკვესკირი (ტელ: 551 59-48-58)

ელ.ფოსტა: l.kvekveskiri@gtu.ge

მთავარი სპეციალისტი - გიორგი ბოცვაძე (ტელ: 551 08-02-35)

ელ.ფოსტა: g.bocvadze@gtu.ge

(მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 708)

მენეჯერის სამსახურის Facebook-ის გვერდი