15 ნოე

მივლინების ანგარიში

2018 წლის 03-04 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის (ANISSH) ორგანიზებით გაიმართა 23-ე საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინარული ტენდენციე-ბი სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის კვლევებში“ - (MTSBR-NOV -2018), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა რუსუდან ქუთათელაძემ და ნინო ფაილოძემ
15 ნოე

ნიკა რუაძე - ახალგაზრდა წარმატებული მეწარმე

ნიკა რუაძე, ახალგაზრდა წარმატებული მეწარმე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა ბიზნესის წამოწყება და შექმნა მარწყვის სასათბურე მეურნეობა.
02 ნოე

საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი

2018 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი ”ციფრული ტექნოლოგიები და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია”, რომელიც იმართება იუნესკოს ინსტიტუტის - ინფორმაციული ტექნოლოგიები საგანმანათლებლო სივრცეში The (UNESCO IITE) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან პარტნიორობით
01 ნოე

პროფესორ ანდრეას ბრანდტის საჯარო ლექცია

31 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გერმანელმა პროფესორმა ანდრეას ბრანდტმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპის კავშირი – ამოცანები და მართვის სტრუქტურა“.
30 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

გერმანელი  პროფესორი ანდრიას ბრანდტი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 31 ოქტომბერს 12 საათზე ჩაატარებს საჯარო ლექციას 710ა აუდიტორიაში თემაზე: „საჯარო მმართველობის ევროპული სამართალი“
25 ოქტ

პროფესორ რუდიგერ ანდრესენის საჯარო ლექცია

ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, რუდიგერ ანდრესენმა 25 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – „ოპერატიული და სტრატეგიული კონტროლი ორგანიზაციებში“
სიახლეების სრულად ნახვა

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მითითებებითა და ფაკულტეტის დებულებით.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მონიტორინგის, სწავლების შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, სამსახური ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის/აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვას, ატარებს სტუდენტთა გამოკითხვებს, აანალიზებს შედეგებს და ამუშავებს შესაბამის წინადადებებს.

სამსახურის შემადგენლობა:
უფროსი ნინო ჩიკვილაძე  - ტ. 593300765
მთავარი სპეციალისტი თამარ ბერიძე - ტ. 599220054
მთავარი სპეციალისტი ნანა ახალაია - ტ. 577251207
მთავარი სპეციალისტი თამარ დევიძე - ტ. 551173288

სამსახურის მისამართი: კოსტავას 77, სტუ-ს მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 707 ა.