22 ივნ

სტუდენტთა 86-ე კონფერენცია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  2018 წლის 20 ივნისს N 710 აუდიტორიაში, სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებით სექციის მუშაობა.
22 ივნ

,,გისმენთ, ვაანალიზებთ და ვმოქმედებთ“

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა მიერ ჩამოყალიბებული ასოციაციის ფარგლებში, (18/06/18; 14:00) განხორციელდა სამუშაო ფორმატის შეხვედრა,  საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ლექტორებთან
20 ივნ

სტუდენტთა 86-ე კონფერენცია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  2018 წლის 20 ივნისს #06-131ა აუდიტორიაში, სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების სექციის სხდომა.
15 ივნ

სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე   2017-2018 სასწავლო წლის ზაფხულის სესიებზე სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები
09 ივნ

პროექტი "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები"

პროექტის „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“-ს ფარგლებში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სტუმრობდნენ.
05 ივნ

კონსულტაციების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
სიახლეების სრულად ნახვა

პროექტი-ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა საზაფხულო სკოლა 2017

08/01/2017

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორიაში განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა საზაფხულო სკოლა-2017“. პროექტის ფარგლებში 2017 წლის 16-19 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტუ-ს სტუდენტებმა განახორციელეს მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში გადანაწილებული სტუდენტები გაეცნენ სამუშაო პროცესს და შეისწავლეს გამგეობის მუშაობის პრინციპები. განხორციელებული კვლევის შედეგად სტუდენტები შექმნიან მობილურ აპლიკაციას, რომელიც აამაღლებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობას საშუალებას მისცემს დროული რეაგირება მოახდინოს და აწარმოოს პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა „საჯარო მმართველობის“ 15 სტუდენტი.

პროექტს ხელმძღვანელობას უწევდა სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი, პროფესორი ოთარ ქოჩორაძე და უფროსი მასწავლებელი დავით ლელაძე.