23 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

“ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის” და “სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის” სტუდენტებისათვის ევროპის  წამყვანი  უნივერსიტეტების პროფესორები 24 და 25 მაისს ჩაატარებენ საჯარო ლექციებს
23 მაი

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 29.08.2016 წლის N155 ბრძანების თანახმად, სწავლის საფასურის ბოლო ¼ გადახდილი უნდა იქნას მიმდინარე სასწავლო წლის 01 ივნისამდე. სტუდენტს, რომელსაც არ ექნება დაფარული სწავლის საფასური 01 ივნისამდე, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.
23 მაი

პრაქტიკული სემინარი

2018 წლის  30 მაისს 3  საათზე საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის კომპლექსური  კვლევითი პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული  სემინარი გაიმართება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის პრობლემები საქართველოში“.
22 მაი

ღამე ნიკალას მუზეუმში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ პროგრამის სტუდენტებმა  19 მაისს,  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით მირზაანში, თვითნასწავლი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის  გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით,  სტუდენტური კვირეულის ფარგლებში გამართულ  კულტურულ აქციაზე - „ღამე მუზეუმში“.
22 მაი

პროექტი - გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები

მომავალ საჯარო მოხელეთა ასოციაცია პროექტის ფარგლებში „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“ გიწვევთ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.  შეხვედრა გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში 22 მაისს - 16 : 00 საათზე
22 მაი

RIPA-ს რეფერირების საბჭო

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 25 მაისს 13-დან 14  საათამდე, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, პირველ სართულზე  (ოთახი 105) გაიმართება საჯარო მმართველობის პრობლემათა ინსტიტუტის რეფერირების საბჭოს სხდომა.
სიახლეების სრულად ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა წარმატება

09/07/2017

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა წარმატება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა -ალექსანდრე სალარიძემ და ანი ზეგარდელმა წარმატებით გაიარეს ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი და 2017/2018 აკადემიური წლის I სემესტრში სწავლას აგრძელებენ გერმანიაში, აალენის უნივერსიტეტში.

ვულოცავთ მათ წარმატებას!