შეხვედრა დოქტორ ქეთევან ჰაგერთან

10/31/2017

შეხვედრა საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის რეფერირების საბჭოს წევრთან - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ქეთევან ჰაგერთან (გერმანია, ბონი)


2017 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის რეფერირების საბჭოს წევრთან - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ქეთევან ჰაგერთან (გერმანია, ბონი).

დაიგეგმა გერმანიის მსგავსი პროფილის კვლევით ცენტრებთან და ფონდებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, განისაზღვრა გამოყენებითი კვლევების თემატიკა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან საჯარო მმართველობის მიმართულების დოქტორანტები და მაგისტრანტები, აგრეთვე განხილულ იქნა ინსტიტუტის ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა ტექნიკური საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორი შოთა დოღონაძე, ფაკულტეტის სხვა პროფესორები.




სიახლეებში დაბრუნება