22 ივნ

სტუდენტთა 86-ე კონფერენცია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  2018 წლის 20 ივნისს N 710 აუდიტორიაში, სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებით სექციის მუშაობა.
22 ივნ

,,გისმენთ, ვაანალიზებთ და ვმოქმედებთ“

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა მიერ ჩამოყალიბებული ასოციაციის ფარგლებში, (18/06/18; 14:00) განხორციელდა სამუშაო ფორმატის შეხვედრა,  საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ლექტორებთან
20 ივნ

სტუდენტთა 86-ე კონფერენცია

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  2018 წლის 20 ივნისს #06-131ა აუდიტორიაში, სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების სექციის სხდომა.
15 ივნ

სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე   2017-2018 სასწავლო წლის ზაფხულის სესიებზე სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები
09 ივნ

პროექტი "გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები"

პროექტის „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“-ს ფარგლებში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სტუმრობდნენ.
05 ივნ

კონსულტაციების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
სიახლეების სრულად ნახვა

საინფორმაციო ფურცელი


2017-2018 სასწავლო წლის ზაფხულის სესიებზე სამაგისტრო პროგრამების დაცვის თარიღები


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები

 საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები

საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მეორე შუალედური გამოცდების ცხრილი


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 29.08.2016 წლის N155 ბრძანების თანახმად, სწავლის საფასურის ბოლო ¼ გადახდილი უნდა იქნას მიმდინარე სასწავლო წლის 01 ივნისამდე. 

სტუდენტს, რომელსაც არ ექნება დაფარული სწავლის საფასური 01 ივნისამდე, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალებით სარგებლობის წესი

 

       სტუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის ცვლილებების შესახებ (დადგენილება #2691, 27.12. 2017 წ.) 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია


სტუდენტთა საყურადღებოდ!

სასწავლო კურსის გავლისათვის საჭიროა წინაპირობების დაცვა. სტუდენტი, რომელმაც ვერ გადალახა ზღვარი და დარჩა  საგანი, ვალდებულია:·        

  • ფაკულტეტის ვებგვერდზე http://gtu.ge/bef/# განთავსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში (იხილეთ თქვენი სასწავლო პროგრამა) გადაამოწმოს დარჩენილი საგანი არის თუ არა შემდეგში გასავლელი რომელიმე სასწავლო კურსის წინაპირობა.

  • გამოცხადდეს დეკანატში  და შეცვალოს მომდევნო სემესტრის სასწავლო ხელშეკრულება.


სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის გაწევის წესი


ინფორმაცია კონფერენციების შესახებ


სტიპენდიანტ სტუდენტთა სია

(დეკემბერი 2017 წ.)


პირველად საქართველოში  „მომავალ საჯარო მოხელეთა სპარინგი“ გაიმართება


გილოცავთ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას!  

გისურვებთ წინსვლას, ახალ-ახალ მიღწევებს, ნაყოფიერად გამოგეყენებინოთ სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად  და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედები.

მოკლედ გაგაცნობთ იმ რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად ადაპტირებაში:

  • 2017-2018 ს.წ. I სემესტრი იწყება 16 ოქტომბერს და მოიცავს 17 კვირას, აქედან  მე-7 და მე-14 კვირებში ტარდება შუალედური ტესტირება (ტესტი ფასდება მაქსიმუმ 20 ქულით), მე-18, მე-19 კვირები _ ფინალური გამოცდები (ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით). ფინალურ გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში მინიმალური 21 ქულის მოგროვება, ხოლო გამოცდაზე მინიმალური 8 ქულის მიღება. საგანი ჩაითვლება ჩაბარებულად 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში.გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, რათა არ ჩამორჩეთ სასწავლო პროცესს და არ დაკარგოთ ყოველკვირეული შეფასება;
  •  წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;
  • დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;
  • სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;
  • სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე  საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;
  • წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;
  • სწავლების მე-3 და მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა და სტაჟირება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;
  • სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ  საინტერესო სტუდენტურ სერვისებს _  მათ შორის ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა წრეებს, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს         და ა. შ.;
  • ფაკულტეტი იზრუნებს, დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;
  • უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;
  • სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ _ მიღწეული შედეგების გაცნობა;
  • ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;
  • პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;
  • სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია