07 ნოე

მთიანი კავკასიის მეორე ფორუმი

2019 წლის წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, „კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების“ პროექტის დაფინანსებით და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის  მხარდაჭერით, ფაკულტეტის პროფესორებმა  ქ.ვეზირიშვილი-ნოზაძემ და ნ.არაბიძემ მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებით გამოვიდნენ, მთიანი კავკასიის მეორე ფორუმზე  
31 ოქტ

საერთაშორისო კომფერენციაში მონაწილე დოქტორანტების დაჯილდოება

2019 წლის 28 ოქტომბერს, კომპანია „Montage Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა ფასიანი საჩუქრება გადასცა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე დოქტორანტებს.
15 ოქტ

გაეროს მეათე საერთაშორისო ფორუმი

2019 წლის 7-8 ოქტომბერს ქალაქ ბანგკოკში (ტაილანდის სამეფო) ჩატარდა გაეროს რეგიონალური კომისიების (UNRC) მიერ ორგანიზებული 10-ე საერთაშორისო ფორუმი:  „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“
ყველა სიახლე

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი
ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს. ყოველივე ეს უცილობლად მოითხოვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგების წინსწრებული განვითარების აუცილებლობას. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შანსი გახდნენ, XXI საუკუნის აღმშენებლობის აქტიური მონაწილეები.

ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებით. სულ ახლახან სტუ-ს, სს «თელასის», ფრანგული ფირმის Schneider Electric–ის, ავსტრიული ფირმა Herz-ის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა, სასწავლო ლაბორატორიული ცენტრი, სადაც ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ელექტროტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მართვას და ექსპლუატაციას. ასევე ისარგებლონ თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით, ვირტუალური ლაბორატორიებით, სახელმძღვანელოებით მშობლიურ ენაზე და სწავლების კომპიუტერული ტექნოლოგიების ყველა სიკეთით.

ფაკულტეტს ემსახურება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებში აღიარებული და სათანადო კომპეტენციის აკადემიური პერსონალი, რაც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებით.