13 აგვ

I საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია / 1st International Scientific and Technological Conference

ძვირფასო კოლეგებო, 2019 წლის 7 – დან 11 ოქტომბრამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, საქართველო) ჩატარდება I საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“.


Dear Colleagues, from 7th of October till 11 th of   October in Georgian Technical University (Tbilisi, Georgia) will be held 1st International Scientific and Technological Conference "Modern problems of power engineering and ways of solving them".
06 აგვ

საკვალიფიკაციო გამოცდები

2019 წლის 5-6 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდები სს „თელასი“-ში დასაქმებული პერსონალისათვის.
ყველა სიახლე

ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი

                                                   ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი # 207

,,ტელეკომუნიკაციის’’ დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოში საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სფეროს ერთგვარ სამეცნიერო- კვლევით ცენტრს, რომლის ინტერესების სფეროს შეადგენს მასობრივი მომსახურების თეორია და სისტემები, ციფრული კავშირის თეორია, ინფორმაციის თეორია, ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორია და მოდულაცია-კოდირების სისტემები. ამ მიმართულებებით კვლევების შედეგები ფაკულტეტის პროფესორებსა და სპეციალისტებს გამოქვეყნებული აქვთ, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სამეცნიერო გამოცემებში.

   აღნიშნულ  დეპარტამენტში სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე მიმდინარეობს „ტელეკომუნიკაციის“ საგანმანათლებლო პროგრამით. საბაკალავრო პროგრამა განშტოებულია შემდეგ მოდულებად: ტელეკომუნიკაციის ქსელები და სისტემები; მომავალი თაობის ქსელები; ციფრული ტელეკომუნიკაცია;სატელეკომუნიკაციო კომპანიათა მენეჯმენტი. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კავშირგაბმულობის ქსელები, კვანძები და ინფორმაციის განაწილება;  ფიჭური მობილური კავშირის ტექნოლოგიები; კავშირგაბმულობის ოპტიკური სისტემები; სიგნალების ციფრული დამუშავება, კოდირება და გადაცემა; სატელეკომუნიკაციო სპექტრის მართვა და რეგულირება; ტელეკომუნიკაციის მარკეტინგი და მენეჯმენტი.
დოქტორანტურაში კვლევის სფეროებია: ანტენების თეორია და პროექტირება; სიგნალების თეორია; კოდირების თეორია; ხელშეშლამდგრადი კოდირება და მოდულაცია-კოდირების სისტემები; მობილური კავშირის განვითარების თანამედროვე კონცეფციები; გამოსახულების ციფრული განაწილების სისტემებში; ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება; ტელეკომუნიკაციის კომპანიათა სტრატეგიული მართვა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზი; მომსახურების ახალი სახეობების დანერგვა.

  1998 წელს კავშირგაბმულობის საგამანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია განხორციელდა მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში (ინგლისი) და დაიწყო სასწავლო პროცესი ევროპული საუნივერსიტეტო მომზადების სისტემით. 2002 წელს მომზადდა ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO/CEPES მიერ დამუშავებული მოდელის შესაბამისი დიპლომის დანართი, მინიჭებული კვალიფიკაციის საერთაშორისო გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციების ციკლის წასაკითხად ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, სხვადასხვა წლებში მიწვეულ პროფესორებად იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების დრექსელის და კორნელის, გერმანიის დარმშტადტის, ულმის, კონსტანცის და ესენის, დანიის ლინგბიუს, შვეციის ლინჩოპინგის და ლუნდის, ინგლისის ლანკასტერის უნივერსიტეტებში, სადაც მათი ხელმძღვანელობით დაცულია 10-მდე სადოქტორო დისერტაცია.