28 ივნ

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერეცია

2018 წლის 28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ეგიდით,  გაიმართა „ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერეცია“.
26 ივნ

ღია კომფერენცია

25 ივნის ჩატარდა სტუ-ის სტუდენტთა 86-ე ღია საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ” სექციის სხდომა.  
ყველა სიახლე

რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის დეპარტამენტი

                                    რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის დეპარტამენტი #206

    დეპარტამენტში სამივე საფეხურზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს „ტელეკომუნიკაციის“ საგანმანათლებლო პროგრამით.
     საბაკალავრო პროგრამა განშტოებულია შემდეგ მოდულებად:  რადიოტექნიკური სისტემები და რადიოკავშირი და მაუწყებლობა. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: რადიოტექნიკური სისტემები; საანტენო ტექნიკა; ელექტრომაგნიტური ეკოლოგია; დოქტორანტურაში კვლევის სფეროებია: ტექნიკური ელექტროდინამიკა და რადიოტალღების გავრცელება; ანტენების თეორია და პროექტირება; სიგნალების თეორია; რადიოსიგნალები.

     დეპარტამენტის პროფესორებსა და სპეციალისტებს სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული აქვთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სამეცნიერო გამოცემებში (პროფესორები: ფ. ბოგდანოვი,, ნ. უღრელიძე, ს. გძელიშვილი). დეპარტამენტის პროფესორების ხელმძღვანელობით დაცულია ათეულობით სამაგისტრო და  სადოქტორო დისერტაციები.

    სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად 1993-94 წწ.-ში პროფესორი  ს. გძელიშვილი მიწვეული იყო ამერიკის შეერთებული შტატებში კორნელის უნივერსიტეტში.

    სტუდენტებს ემსახურება თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, რომლებიც უზრუნველყოფილია კომპიუტერული კლასებით და კომპიუტერული პროგრამებით, აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი ვირტუალური ლაბორატორიებით.

 დეპარტამენტის სტუდენტებს აქვს შესაძლებლობა ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომლის წიგნადი ფონდი დაკომპლექტებულია თანამედროვე სახელმძღვანელოებით და დამხმარე ლიტერატურის დიდი არჩევანით, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე (ბეჭდვითი და ელექტრონული სახით).