27 ივნ

მშვიდობიანი ატომი

2019 წლის 27 ივნისს, IAEA (International Atomic Energy Agency) საინფორმაციო მხარდაჭერით, ფაკულტეტის სტუდენტებმა ა.მინდიაშვილიმა და ი.ფოფხაძემ (ხელმძღვანელი ასოც.პროფ. ნ.არაბიძე) გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე „მშვიდობიანი ატომი“.
26 ივნ

სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 26 ივნისს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნკაციის ფაკულტეტზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა გაზის კომპანიებში დასაქმებული პერსონალის  მომზადება /გადამზადება/ სერტიფიცირებას.  
ყველა სიახლე

შეხვედრა ენერჯი ჯორჯიასთან

06/25/2019

2019 წლის 25 ივნის გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტებსა და შპს „ენერჯი ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შორის.

შპს „ენერჯი ჯორჯია“-ში, 2015 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს მნიშვნელოვან გაფართოებას. მოხდა საწარმოს გადაიარაღება, კაბელების დამზადების ყველა ხაზი აღჭურვილია გერმანული წარმოების ავტომატიზაციის სისტემით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი და ჩამოყალბდა მობილური სადისტრიბუციო ქსელი.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის   დასაქმების პროექტის გაცნობა, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა; ტესტირება; გასაუბრება; სტაჟირება - ტრეინინგი; დასაქმება.






 

სიახლეებში დაბრუნება