ფაკულტეტი-ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია

სტუდენტის წარმატება

02/23/2017

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებიული თეონა ელიზარაშვილი, მანჩესტერის უნივერსიტატის „The University of Manchester“ მაგისტრატურის  სტუდენტი გახდა. მისი მომავალი სპეციალობა ელექტროენერეგტიკული სისტემების ინჟინერიაა.

თეონამ სწავლა ქ.ქუთაისის 24 საშუალო სკოლაში დაიწყო და წარჩინებით დაამთავრა ცხრა კლასი. საშუალო განათლება ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მიიღო, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2012 წელს.

2016  წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. იყო SOCAR-ას (სოკარ ენერჯი ჯორჯია) და სახელმწიფო სტიპენდიანტი.    მიენიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ამჟამად მუშაობს საქართველოს სახელმწიფი ელექტროსისტემაში, SCADA-ს პროექტში, ინჟინრის თანამდებობაზე.

წარმატებებს ვუსურვებთ თეონა ელიზარაშვილს სწავლასა და შრომით საქმიანობაში

 

 




სიახლეებში დაბრუნება