ფაკულტეტი-ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია

დასაქმება თელასში

06/30/2017

კომპანია „თელასმა” ზაფხულის პერიოდში სტუდენტების დასაქმების ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

   პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ბიზნეს ცენტრში „დიდუბე-ჩუღურეთი“ გაიმართა, სს „თელასის“ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის 28 სტუდენტი ორი თვის მანძილზე (ივლისი, აგვისტო) „თელასში“ იმუშავებს.

   სტუდენტები გადანაწილდებიან სს „თელასის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სადაც შეასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ მოითხოვს უსაფრთხოების მაღალ დონეს.

   პროექტის მეშვეობით, ახალგაზრდები გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, აიმაღლებენ კვალიფიკაციის დონეს და მიიღებენ მატერიალურ ანაზღაურებას.ორი მე-4 კურსის სტუდენტი, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს პროექტის ფარგლებში, სწავლის დასრულების შემდეგ „თელასში“ დასაქმდება.

   „აღნიშნული პროექტი ჩვენი კომპანიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები. მომავალში სწორედ ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ გახდნენ კოკნურენტუნარიანი პროფესიონალები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ პროფესიონალური კადრების არსებობა არის საქართველოს ენერგეტიკული დარგის განვითარების საწინდარი“ - განაცხადა სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.








სიახლეებში დაბრუნება