ფაკულტეტი-ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია

უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი სტუ-ში

02/16/2018

უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი სტუ-ში და ფალულტეტზე

 

ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელის, პროფესორ ბადურ ჭუნაშვილის ინიციატივით 14 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ფაკულტეტს სტუმრობდა უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის - რექტორი, უკრაინის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ევგენი სოკოლი და პრორექტორი გენადი სიმონის-ძე ხრიპუნოვი. მიმდინარე წელს, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, სტუ-სა და ნტუ-ს წამყვანმა მეცნიერებმა მოამზადეს საპროექტო განაცხადი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს დასაფინანსებლად და უახლოეს პერიოდში წარადგენენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ჰორიზონტ 2020“ პროგრამის საგრანტო კონკურსში. საგულისხმოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა უკრაინული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებში, მათ შორისაა კონფერენციები „ავტომატიზებული ელექტროამძრავის პრობლემები. თეორია და პრაქტიკა“, „ძალური ელექტრონიკა და ენერგოეფექტურობა“. სტუ-ში ვიზიტის დროს უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების, ასევე, აკადემიური პერსონალის სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით მივლინებებს ქართულ და უკრაინულ უნივერსიტეტებში.




 

 

 


სიახლეებში დაბრუნება