18 ივნ

სიახლე

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების შესახებ
22 მაი

კონკურსი

ცხადდება კონკურსი!

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული მომზადების პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა შერჩევის მიზნით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებათ, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=219009&fbclid=IwAR3llWjsC1igXojh39vdEdXquu16i047zKfvcUwBIGRhyQFMQcR7mz9b0U4
19 მაი

აკრედიტაციის სახელმძღვანელო

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია,
დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკეთ გაიგონ აკრედიტაციის
სტანდარტების მოთხოვნები.
სახელმძღვანელო შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე >>>>>სახელმძღვანელო<<<<
ყველა სიახლე

ცვლილებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში

31-10-2018 ცვლილებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში
24 ოქტომბერი, 2018


ძალაში შევიდა საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც სამის ნაცვლად ავტორიზაციის ხუთ სტანდარტს ითვალისწინებს. კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ამოქმედდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ.

ცვლილებების განხორციელებამდე, ცენტრი ადმინისტრაციულ წარმოებებს, რომელიც უკავშირდება დაწესებულებების ან/და მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას შეფასებას, განახორციელებს ავტორიზაციის მოქმედი დებულების შესაბამისად, სამი სტანდარტის საფუძველზე.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების ცვლილებასთან დაკავშირებით ცენტრი დამატებით უზრუნველყოფს კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან.


წყარო: www.eqe.ge

 

სიახლეებში დაბრუნება