სიახლე

სიახლე 01-07-2018 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმიურ საავტორიზაციო პროცესი ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ხორციელდება. შეფასების პროცესს ხემძღვანელობენ სპეციალურად მოწვეული მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შემფასებელთა ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი ექსპერტები, სტუდენტები და დამსაქმებლები. შეფასების ჯგუფების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და პროცესის ეფექტურად მიზნით საავტორიზაციო ვიზიტებს ესწრებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელები.
გეგმიური საავტორიზაციო პროცესი ხორციელდება იმ 26 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთაც მიმდინარე წელს წარმოადგინეს საავტორიზაციო განაცხადები და 2018 წლის ბოლომდე ეწურებათ ავტორიზაციის ვადა.
საავტორიზაციო ვიზიტები სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში.
უკვე დასრულდა ვიზიტები პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისადა კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტთა დასკვნებზე მუშაობა.
შეფასების შედეგებზე გადაწყვეტილების მიმღები საბჭო იმსჯელებს ძირითადად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ახალი რეგულაციების თანახმად შემფასებელთა დასკვნები იქნება საჯარო და გამოქვეყნდება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საინფორმაციო წყარო https://eqe.ge/

სიახლეებში დაბრუნება