საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

08 აგვ

„საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას“ - სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე

„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო, ახსოვს მსოფლიოს. საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა
06 აგვ

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს
06 აგვ

ტერაბანკის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ერთობლივი პროექტი -გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

ტერაბანკისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო / Millennium Foundation-ის ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი, „გრძელვადიანი სტუდენტური სესხი“, რომელიც კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, გრძელვადიანი საშეღავათო  პერიოდითა და სამომავლო პროფესიული შემოსავლების გათვალისწინებით დაფარონ სწავლის საფასური
02 აგვ

სტუდენტების საყურადღებოდ!

დამატებითი გამოცდები 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
31 ივლ

ძვირფასი ლითონების შემფასებელთა კურსი 5 აგვისტოდან დაიწყება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან  არსებული  ძვირფასი  ლითონების შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსი  5 აგვისტოს,  11: 00 სთ დაიწყება

ყველა სიახლე