საინჟინრო მექანიკისა და სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

09 ივლ

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ,  - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
09 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები კამპანია - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულთა შორის არიან
07 ივლ

სტუდენტებისთვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
07 ივლ

"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში" - პროექტის მონაწილეთათვის რეგისტრაცია დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს იწყებს.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეები 10 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency
06 ივლ

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა ნორვეგიაში

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ((Norwegian University of Science and Technology - NTNU) ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს სტიპენდიებს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამისათვის, რომელიც 2021 და 2022 სასწავლო წლებში დაიწყება

ყველა სიახლე