05 ივნ

შეხვედრა პსპ-სთან. 9 ივნისი 17:00 სთ


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL8Vvj-AO-NkcnSi28dszwq6ozrkA1uVZ8DM9tnwDNklCUng/viewform

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 231 444 სოფო; 591 902 412 თიკო;

11 მაი

ყურადღება!

2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შუალედური გამოცდები, სამივე საფეხურზე, დისტანციურად (ონლაინ http://elearning.gtu.ge ), ჩატარდება 18-22 მაისის ჩათვლით!

შუასემესტრული გამოცდების ცხრილი.
01 მაი

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!


შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია - I ეტაპი
გთავაზობთ შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქციას იმ საგნებში, რომელიც ცენტრალიზებულად არ ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტესტირების ცენტრის მიერ.
შუალედური გამოცდის მომზადების პროცესი ორი ეტაპისაგან შედგება.
I ეტაპზე, 4 მაისის ჩათვლით, თითოეულმა პედაგოგმა, რომელიც გამოცდას ჩაატარებს, უნდა განსაზღვროს საგამოცდო დავალებების ვარიანტების რაოდენობა კონკრეტულ საგანში და ეს ინფორმაცია ასახოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე elearning.gtu.ge

შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია - I ეტაპი


სიახლეების სრულად ნახვა

ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა პირველ კურსელებთან

08-10-2018      2018 წლის 08 ოქტომბერს სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, თეატრ სტუდია „მოდი ნახე’-ში, გაიმართა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა პირველ კურსელებთან. სტუდენტებს ზოგადად გააცნეს ფაკულტეტის ისტორია და სწავლების მეთოდოლოგია.      დეკანის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, ამავე შეხვედრაზე, მოხდა ფაკულტეტზე საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სამი სტუდენტის : დილბარ ბაბაევას, გიორგი კოტორაშვილის და დემეტრე ნარსიას დაჯილდოვება. მათ გადაეცათ სიგელები და სათათბიროს გადაწყვეტილებით გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.