26 ოქტომბრიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება

26 ოქტომბრიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება

24-10-2020

ძვირფასო სტუდენტებო,

 

2020 წლის 26 ოქტომბრიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სწავლების ჰიბრიდულ ფორმატს სთავაზობს, რის შესახებაც წინასწარ იყავით ინფორმირებული. შესაბამისად, 26 ოქტომბრიდან, სალექციო კურსები დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში წარიმართება, ხოლო პარალელურად, ლაბორატორიული მეცადინეობები უნივერსიტეტის სივრცეში ჩატარდება.

 

ონლაინ ლექციებისა და ლაბორატორიული მეცადინეობების ახალი ცხრილები (V კვირა), სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ჯგუფების მიხედვით, განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების პლატფორმაზე elearning.gtu.ge, სტუ-ის ოფიციალურ გვერდებზე - studinfo.gtu.geleqtori.gtu.ge - ბმულების სახით, ასევე, ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

 

გთავაზობთ მეხუთე კვირის ახალ სასწავლო ცხრილებს:

2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დისტანციური სწავლების V კვირის ცხრილი

2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სააუდიტორიო სწავლების V კვირის ცხრილი


ლაბორატორიული მეცადინეობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარიმართება კოვიდპანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძებებისა და სავალდებულო რეგულაციების სრული დაცვით - საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.


 

სიახლეებში დაბრუნება