სამეცნიერო სექტორი

სამეცნიერო სექტორი

18 აგვ

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელებმა სემინარი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა-სემინარი გაიმართა
18 ივლ

კიბერნეტიკის ინსტიტუტმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და ახალი ტექნოლოგიები შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში, უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე, ინოვაციური პოლარიმეტრული მეთოდი შემუშავდა
03 ივლ

ჭკვიანი ფანჯარა და ამრეკლავი დისპლეები - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ტიპის ენერგოეფექტური გამოგონებები შეიქმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერმა გია პეტრიაშვილმა ახალი ტიპის, გარემოსადმი ადაპტირებული, ტემპერატურულად მართვადი და ენერგოეფექტური ჭკვიანი ფანჯარა და ამრეკლავი დისპლეები გამოიგონა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
18 ივნ

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსები მსოფლიოს უდიდეს LBNF/DUNE -ექსპერიმენტში ჩაერთნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფი, პირველი საქართველოდან, ამერიკელი კოლეგების მიწვევით, ოფიციალურად გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი LBNF/DUNE ექსპერიმენტის წევრი. ექსპერიმენტი, რომელიც ნეიტრინოს ფიზიკის შესწავლას ეძღვნება, აშშ-ში, ჩიკაგოს მიმდებარედ, უდიდეს ბირთვულ კვლევების ცენტრ Fermilab-ში რეალიზდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
29 მაი

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ღია სამეცნიერო ვებინარების ივნისის განრიგი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს  ღია სამეცნიერო ვებინარების ჩატარებას, რომლებიც  დამტკიცებული განრიგის თანახმად თანმიმდევრობით გაიმართება
06 მაი

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ღია სამეცნიერო ვებინარი

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში  ჩატარდება ღია სამეცნიერო ვებინარი
24 აპრ

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ონლაინ სემინარების ჩატარების განრიგი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რაც  გულისხმობს ყოველდღიურ ონლაინ სამუშაო ურთიერთობას საინსტიტუტო ვიდეო ჩატის და zoom-ის გამოყენებით
23 აპრ

ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი სამეცნიერო ვებინარებს ახალი განრიგით ჩაატარებს

ქვეყანაში არსებული ვითარების გათალისწინებით საქართველოს ტექნიკური უნივერსი-ტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი რომელიც დაარსებულია 1929 წელს, 2020 წლის 26 აპრილიდან საკომუნიკაციო პროგრამა ZOOM - ის გამოყენებით ( ნაცვლად Skype - პროგრამისა) გააგრძელებს მეცნიერულ საქმიანობას დისტანციურ ონლაინ რეჟიმში ახალი განრიგით
22 აპრ

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართეს

2020 წლის 18 აპრილს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით, შეხვედრა გამართეს
16 აპრ

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სამეცნიერო ვებინარებს შემდეგი განრიგით ჩაატარებს

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას ქვეყანაში არსებული ვითარების შესაბამისი ფორმატით, რაც ძირითადად გულისხმობს დისტანციური ურთიერთობის ფორმით სათანადო კომპიუტერული საკომუნიკაციო პროგრამების გამოყენებით, როგორც ინსტიტუტის ცალკეულ თანამშრომელთა, ასევე ინსტიტუტში არსებულ სამეცნიერო ჯგუფებს შორის მუშაობას

სიახლეები 1 - 10 of 25