05 ივნ

სახელმწიფო სტიპენდიანტთა სია ფაკულტეტების მიხედვით

სტუ-ის ბაკალავრიატის წარჩინებულ  სტუდენტებს -სახელმწიფო სტიპენდიანტებს, რომლებსაც 2020 წლის მარტიდან პირველ აგვისტომდე, ხუთი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 ლარი გადაეცემათ, იხილეთ სტუ-ის რექტორის დავით გურგენიძის ბრძანება
05 ივნ

მივლინების ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის - თამთა თაბუკაშვილის ანგარიში
04 ივნ

ჩვენი პროფესორის წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი რატი ბურდიაშვილი საქართველოს ჩემპიონია სპორტულ ბრიჯში!
02 ივნ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
02 ივნ

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო - ეს გადაწყვეტილება სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო
01 ივნ

ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პანდემიის პირობებში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსი არ შეუჩერდებათ

ყველა სიახლის ნახვა

სამართლის კლინიკა

სამართლის კლინიკა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში  2009 წლიდან არსებობს სამართლის კლინიკა, რომელიც შეიქმნა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) დაფინანსების,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად.
 
სამართლის კლინიკაში ჩართული სტუდენტები კლინიკაზე მიმაგრებულ პროფესორ-მასწავლებელთა დახმარებით ახდენენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სტუდენტები მონაწილეობენ კლინიკის ეგიდით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში.
  

კლინიკები სიახლეა საქართველოში, თუმცა მათ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ევროპული საუნივერსიტეტო სწავლების სისტემაში. კლინიკის არსებობა უნივერსიტეტებში მაჩვენებელია უნივერსიტეტის განსაკუთრებული ყურადღების სტუდენტებისადმი, ზრუნვის მათ პროფესიონალიზმზე, კვალიფიციურობაზე და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე ქვეყნის შიდა თუ გარე ბაზარზე.
 
სამართლის კლინიკა 2009 წლიდან მოყოლებული ახორციელებს იურიდიულ კონსულტაციებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართლის სფეროში. კლინიკის მომსახურებაში შედის კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად უფასო სატელეფონო და პირადი კონსულტაციები, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა-შეგროვება, ადმინისტრაციული ორგანოებთან დავის წარმოება, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო  და ადმინისტრაციული დავებზე წარმომადგენლად გაყოლა. ასევე 2010 წლიდან კლინიკის იურიდიულ კონსულტაციებს დაემატა სისხლის სამართლის სფერო, რითაც შესაძლებელიკ გახდა განსაზღვრული ტიპის საქმეებზე დაინტერესებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა.
 
გარდა იურიდიული კონსულტაციებისა, 2010 წლიდან  სამართლის კლინიკის ეგიდით ხორციელდება არა ერთი პროექტი თუ ღონისძიება, რომელიც მიმართულია სტუდენტთა აქტივობის და მოტივაციის ამაღლებაზე,  ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის განვითარებაზე.
   

სამართლის კლინიკის სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ  საზღვარგარეთ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებში თუ კონკურსებში. მაგალითად, კლინიკის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში (ქ. ვენა), 2010 წლის ოქტომბერში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში კალიფორნიის შტატში (აშშ), 2010 წელს (ქ. სოფია), 2011 წელს  (ქ. ვილნიუსი)  - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში და 2012 წელს (ქ. ფრანკფურტი) - ფრანკფურტის საინვესტიციო არბიტრაჟის იმიტირებულ სასამართლო პროცესში .