12 ნოე

გაიმართა თვითშეფასების დანართების შემოწმების ვორქშოპი


მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, Zoom ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ვორქშოპი - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების დანართების (თანდართული დოკუმენტების ) შემოწმებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი- ბატონი დავით მახვილაძე. ვორქშოპს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოდის სამსახურის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულიად გადასულია  ონლაინ სამუშაო რეჟიმზე.

28 ოქტ

ყურადღება ცვლილებაა

!!! 

ცვლილება შევიდა ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია"-ში. ინსტრუქციის განახლებული რედაქცით ნახვა შეგიძლიათ ბმულზე გადასვლით <<<ბმული >>>
22 ოქტ

ვორქშოპი


ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა - ვორქშოპი ZOOM პლატფორმის გამოყენებით, სადაც განხილული იქნა შემდეგი თემატიკა:
აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შევსების საკითხები;
აკრედიტაციისას გამოვლენილი პრობლემური მიმართულებები.

ყველა სიახლე

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს  წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.

სამსახურის მიზანია უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება, შეფასების საფუძველზე ვითარების გაუმჯობესების ან დამაკმაყოფილებელი ვითარების შემთხვევაში, მისი შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.


სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით;

ბ) სწავლის, სწავლების, კვლევისა და შეფასების მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

გ) უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროფესიული პროგრამების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების წარმართვა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის ჩამოყალიბების, მისი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ე) ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების უნივერსიტეტში დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ზ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.